logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
- +

21 იანვარი. 2020. 20:47

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ზაქირ ჰასანოვს შეხვდა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე სექტორული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, ყურადღება თავდაცვისა და სამხედრო განათლების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის  სფეროებში კავშირების გააქტიურებაზე გაამახვილეს.

 

არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა არჩილ თალაკვაძეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner