logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი C ჰეპატიტის პროგრამაზე: ეს იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება
- +

22 იანვარი. 2020. 12:38

 

„C ჰეპატიტის პროგრამა უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა.

 

სუბარის თქმით, პროგრამაზე მსჯელობა არჩილ თალაკვაძესთან ერთად, სახალხო დამცველად მისი მუშაობის პერიოდში დაიწყო და მთავრობას 2-3 თვეში წარედგინა.

 

„არჩილ თალაკვაძემ, რომელიც მაშინ ჩემთან მუშაობდა, მითხრა, რომ ახლა გვქონდა პროგრამის განხორციელების შანსი. მივედით დავით სერგეენკოსთან, რომელმაც გვითხრა, დავიწყოთ ციხეებში ყველა პატიმრის უფასო მკურნალობა და პროგრამაზე მუშაობა. ამ სფეროში აქტიური არასამთავრობოები არ იჯერებდნენ, რომ ხელისუფლება იქით სთხოვდა დახმარებას. როცა მთავრობას არჩილთან ერთად პროგრამა წარვუდგინეთ, გაოცებული ვიყავი, ბატონმა ბიძინამ იმდენად ღრმად იცოდა პრობლემის ნიუანსები. მისი ბოლო კითხვა იყო, იცოდა თუ არა პროგრამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ, რაზეც ვუპასუხეთ, რომ იგი პროგრამის ერთ-ერთი ავტორი იყო. ერთი კვირა მოგვცა იმისთვის, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით. დავით სერგეენკოსთან ერთად დავიწყეთ მუშაობა პრობლემაზე, რომელთან შეჭიდება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა და ეს იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, ცინიზმის მწვერვალი იყო ის, რომ წინა ხელისუფლებამ C ჰეპატიტზე პატიმრების შემოწმება აკრძალა.

 

„პატიმარს რომ ზუსტად სცოდნოდა, რომ აქვს C ჰეპატიტი, ის ვერ წავიდოდა სტრასბურგში, იმიტომ, რომ ვერ ექნებოდა ამის საბუთი. ეს იყო აკრძალული. სტრასბურგში ქართველი პატიმრის მიერ მოგებული საქმე არის „ნაციონალური მოძრაობის“ ცინიზმის კლასიკური გამოხატულება. მათ დაავალეს სახელმწიფოს, რომ პატიმრისთვის გვემკურნალა, ხელისუფლებამ კი ის გაათავისუფლა და სტრასბურგის სასამართლოს მისწერა, რომ ასეთი პატიმარი არ არსებობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, გამოკვლევა ჩაუტარდა ყველა პატიმარს და შედეგი იყო თავზარდამცემი - 49,5%, ანუ ყოველი მეორე პატიმარი დაავადებული იყო. განსაკუთრებით მაღალი იყო ქალთა დაწესებულებაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობა 60%-მდე აღწევდა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner