logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: NDI ყოველთვის ირჩევს თავის ფავორიტს პოლიტიკურ სპექტრში და შემდეგ კვლევებით ეხმარება მას
- +

23 იანვარი. 2020. 10:49

 

„მთავარი ამოცანა ჩვენთვის სანდო კვლევითი ორგანიზაციის შექმაა“, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„NDI ყოველთვის ირჩევს თავის ფავორიტს პოლიტიკურ სპექტრში და შემდეგ კვლევებით ეხმარება მას. ჯერ ეს ფავორიტი იყო სააკაშვილი, შემდეგ „ქრისტიან-დემოკრატები“, ახლა კი არის დავით ბაქრაძე. ის ორგანიზაცია კი, რომელსაც NDI უკვეთავს კვლევებს - „CRRC-საქარტველო“, დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ესეც დიდი პრობლემაა. პლუს ამას, უნდა გვესმოდეს, რომ NDI არის არასამთავრობო ორგანიზაცია და არ წარმოადგენს ამერიკის ოფიციალურ ხელისუფლებას. ამერიკაში უამრავი ინტერესის ჯგუფი არსებობს და, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორცილებას საქართველოშიც.

 

NDI-ის კვლევა არასოდეს ემთხვევა არჩევნების შედეგებს, მაგრამ პრობლემა NDI-ში კი არაა, პრობლემაა ჩვენშია. მე უკრაინაში მუშაობის გამოცდილება მაქვს, იქაცაა NDI, ტარდება კვლევები, მაგრამ უკრაინაში 12 თუ 14 სერიოზული კვლევითი ცენტრია. 7-8 აქედან მართლაც ობიექტურ კვლევას დებს. თან, როდესაც 14 კვლევა ქვეყნდება და იქიდან ერთი არის NDI, მათ ფონზე საერთოდ იკარგება ამ კვლევის შედეგები. მთავარი ამოცანა ჩვენთვის სანდო კვლევითი ორგანიზაციის შექმნაა. ასეთი შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სახელმწიფომ უნდა გამოუყოს გრანტები ვალდებულებების გარეშე. ასევე, მეცნიერებათა აკადემიას შეუძლია ასეთი კვლევების ჩატარება. აკადემიკოსები პატივსაცემი ხალხია და არა მგონია, უღირდეთ, რაღაც კვლევის გამო გაიფუჭონ ავტორიტეტი. მოკლედ, შესაქმნელია ქართული, სანდო ალტერნატივა“, - აღნიშნა გოგავამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner