logo_geo
eng_logo
სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით გამოდარებას 13 ივნისიდან პროგნოზირებენ
- +

11 ივნისი. 2016. 17:59


სინოპტიკოსები საქართველოს მასშტაბით გამოდარებას 13 ივნისიდან პროგნოზირებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დღეს და ხვალ შედარებით გამოიდარებს, თუმცა ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს და +23 +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.



სვეტლანა ნიორაძის თქმით, 13 ივნისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ძირითადად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი. 13 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +27 +32 გრადუსის, აღმოსავლეთში კი +24 +29 გრადუსის ფარგლებში იქნება.



14 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და დასავლეთში +31 +36, აღმოსავლეთში კი +27 + 32 გრადუსის ფარგლებში იქნება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner