logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: თუ ივანიშვილი დაჯდება პრემიერის სავარძელში...
- +

22 იანვარი. 2020. 15:26

 

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის მის ხელთ არსებული ბოლო კოზირი “, - ამის შესახებ „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „ობიექტივის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის მის ხელთ არსებული ბოლო კოზირი და არ მგონია, რომ არჩევნების წინ გამოიყენოს ეს კოზირი. საარჩევნო კამპანიის წინ გამოვა და იტყვის, რომ მე ვარ სიაში პირველ ადგილას და პრემიერ-მინიტრი ვიქნები. ასეთ სცენარს მოველი. პრინციპში კარგია, რადგან ვერტიკალი გადაწყვეტილებების არის შენელებული და საკითხები თვეობითაა გაწელილი. მთავარი, რასაც აბრალებენ „ოცნებას“, არის უნიათობა და არაეფექტურობა. თუ ივანიშვილი დაჯდება პრემიერის სავარძელში და ყოველდღურ რეჟიმში მთავრობას მიხედავს, უნიათობისა და არაეფექტურის იარლიყს მოიშორებენ“, - აღნიშნა გოგავამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner