logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ნინო ლომჯარია, შენ ხარ მატყუარა!
- +

22 იანვარი. 2020. 16:08

 

ჟურნალისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ნინო ლომჯარია, შენ ხარ მატყუარა!

 

მოგმართეს უბრალო ადამიანებმა პროკურატურის (ვაკე--საბურთალოს) უნამუსო თანამშრომლის მხრიდან ზეწოლის შესახებ და არათუ თავი შეიწუხე, წარმომადგენელიც კი არ გამოგიგზავნია ამბის გასარკვევად!..

 

და ბევრი გაქვს ასეთი შემთხვევა, არასდროს გაინტერესებს ჩვეულებრივი ადამიანების გულისტკივილი და ვთქვათ, ვინ მიაყენა მათ შეურაცხყოფა...

 

თუმცა, სადაც კამერებია, იქ პირველი გარბიხარ , ვითომ რამის მაქნისი იყო..

 

ერთხელ მაინც თუ მოგიწოდებია, ან რეკომენდაცია გაგიცია, რომ ბავშვთა უფლებები დაიცვან ჟურნალისტებმა? ერთხელ მაინც თუ დაგიცავს გარდაცვლილი ადამიანის უფლებები, საჯაროდ რომ აფრიალებენ ტყუილ-მართალს მის შესახებ?

 

ერთხელ მაინც თუ დაგიცავს მგლოვიარე ჭირისუფალი, თუნდაც დამნაშავის ოჯახი იყოს, ჟურნალისტების თავდასხმისგან?!

 

და ასეთი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო..

 

დაკავებული ხარ საკუთარი კომფორტის ზონის შექმნით და პოლიტიკურად მიკერძოებული, მუშაობ მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ინტერესების გასატარებლად...

 

„სახალხო დამცველი“ კი არ ხარ, ოფიციალურად ჩამოყალიბდი ნაცსექტის დამცველად, ხოლო უზარმაზარ ხელფასს იმ ხალხის ჯიბეებიდან იღებ, ვის ინტერესებსაც თითქმის არასდროს იცავ... ერთი-ორჯერ შეიძლება პიარისთვის გაიფართხალე და ამაზე დამთავრდა...“ - წერს გიორგობიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner