ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ისე უხეიროდ დააგო გზა, რომ წვიმის დროს მდინარეები იქმნება.
„ე.ი. იმდენად უხეიროდ დააგეს თავის დროზე გზა ჩემი კორპუსის გარშემო, მიმდებარე შიდა გზებზე შეამცირეს კოლექტორების რაოდენობა და ა.შ. რომ ახლა წვიმის დროს მდინარეები იქმნება, კორპუსის გარშემო ბაღებში წყალი მოთქრიალებს და ა.შ. ამაზე ბევრად უარესი წვიმები მოსულა ჩემს ბავშვობაში და მსგავსი წყალმოვარდნები არ ყოფილა. კიდევ ხმას იღებენ - ვაკეთებდითო... სადაც რამე გააკეთეს, იმდენად უხარისხოა, რომ მავნე შედეგები მეტი აქვს", - წერს არჩილ გამზარდია.