logo_geo
eng_logo
ამერიკელი მეცნიერი საქართველოს მომავალზე მამუკა ბახტაძესთან საუბრობს
- +

22 იანვარი. 2020. 20:16

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პოსტს, რომელშიც წერია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში, გამოეხმაურა კრიპტოვალუტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მეწარმე და კარდანო ბლოქჩეინის შემქმნელი ჩარლზ ჰოსკინსონი.

 

მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა ბახტაძეს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ პროექტზე.

 

მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან მქონდა ახლახან სადილი, რათა გვესაუბრა პროექტსა და მის მომავალზე. საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური ქვეყანა მსოფლიოში და ისინი მომავლისკენ უფრო სწრაფად იხედებიან, ვიდრე სხვა ვინმე“, - დაწერა ჰოსკინსონმა.

 

საპასუხოდ, ბახტაძემ პოსტი გააზიარა და ჰოსკინსონს მადლობა გადაუხადა.

 

დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის! ისეთ ინოვატორ თანამოაზრესთან ერთად, როგორიც თქვენ ხართ, ჩვენ შევძლებთ, გარდავქმნათ საქართველო ნამდვილ ცოდნაზე დაფუძნებულ და ინოვაციურ ჰაბად“, - დაწერა ბახტაძემ.

 

20 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმის პარალელურად ბახტაძემ ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა, სადაც ისაუბრა „საქართველოს გამოცდილებაზე, როგორც პირველი ქვეყნის, რომელმაც ბლოკჩეინი გამოიყენა საჯარო სერვისებში და განათლების საპილოტე პროგრამებში“.

 

მამუკა ბახტაძე შეეხო მისი პრემიერობის დროს დაწყებული განათლების რეფორმასაც, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტში განათლების სექტორისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის გათვალისწინებას, რაც დაახლოებით ბიუჯეტის ერთი მეოთხედია. სწორედ ამ კუთხით საქართველომ დაიწყო ურთიერთობა მსოფლიოში წამყვან კომპანია IOHK-თან, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგილიყო განათლების სექტორშიც,  მაგალითად, დიპლომების გაცემისას და სხვა მიმართულებებით.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner