logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები ამოიღო
- +

29 თებერვალი. 2016. 10:10



შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული ნიკა ქ. თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, ნიკა ქ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ-ეს"-ის მოდელის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ნაგანის" სისტემის 2 რევოლვერი, „ჩე-ზე"-ს მოდელის პისტოლეტი, „კოლტის" მოდელის პისტოლეტი, „Oრტგიეს"-ის მოდელის პისტოლეტი, 282 საბრძოლო ვაზნა და 4 მასრა ამოიღეს. დაკავებულის ბინის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 1,37 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 0,0635 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მარილი, რომელიც შეიცავს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.



გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 260-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით).



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner