ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში რუსი ოკუპანტის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი ქალაქში სამხედროებს დაუდგეს, რომლებმაც 2014 წლის გაზაფხულზე ყირიმის ანექსია განახორციელეს - მათ სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს.
ძეგლის ავტორი რუსეთის სახალხო მხატვარი სალავატ შერბაკოვია. მას ასევე ეკუთვნის დიდი მთავრის ვლადიმირის მონუმენტი, რომელიც მოსკოვში, ბოროვიცკის მოედანზე უნდა დაიდგას.
ის, რომ ფორმიანი შეიარაღებული პირები, რომლებმაც ყირიმში სტრატეგიული ობიექტები დაიკავეს, რუსი სამხედროები იყვნენ, პრეზიდენტმა პუტინმა ყირიმის ანექსიის შემდეგ ერთ თვეში აღიარა.