logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
- +

23 იანვარი. 2020. 11:02

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. ქეთევან ციხელაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

 

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, NATO-ს გენერალურ მდივანის მოადგილესთან ორმხრივ შეხვედრაზე, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი განიხილეს.

 

„ჩვენ გვქონდა ორმხრივი შეხვედრა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ, რა თქმა უნდა, ოკუპაციასა და ადგილზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული ყველა მწვავე საკითხი. ასევე NATO-საქართველოს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ის დღისწერიგი, რომელიც ჩვენ 2020-ში გვაქვს, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პარტნიორობას“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner