logo_geo
eng_logo
ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა
- +

23 იანვარი. 2020. 12:17

 

 

ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას სამი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ახალი სამხრეთ უელსის შტატის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გარდაცვლილი მეხანძრეები ამერიკელები არიან. „ფოქს ნიუსის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ახალი სამხრეთ უელსის შტატის მთავრობა ადასტურებს. ამერიკელი მეხანძრეები ავსტრალიის ხელისუფლებას ხანძრების ჩაქრობაში ეხმარებოდნენ.

 

შტატის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა უწყება თანამშრომლობს ავსტრალიის ტრანსპორტის უსაფრთხოების ბიუროსთან, რომელიც მომხდარს იძიებს.

 

ავსტრალიაში უკვე რამდენიმე თვეა, უპრეცედენტო მასშტაბის ხანძარს ებრძვიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner