„პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრისაგან განმარტება მოითხოვა, თუ რატომ არ მონაწილეობდნენ ქართველი ჯარისკაცები პოლონეთში გამართულ NATO-ს სასწავლო წვრთნებში.
თავდაცვის მინისტრმა „სხვა სარტყელიდან" უპასუხა,- დისკუსია აბსურდულია და რუსული პროპაგანდის სცენარით მიმდინარეობსო. დავიღუპეთ, მარგველაშვილიც რუსეთის აგენტი ყოფილა. ვიღაცა კრემლიდან უწერს მესიჯებს...
„სხვა სარტყელში" მყოფი გამყალბებლოვა 7 ოქტომბერს, საღამოს 20 საათზე დატოვებს, ალბათ, თანამდებობას. საქმე აქვს. მანამდე მთელი ხელისუფლებაა გამოსაცხადებელი რუსული პროპაგანდის „რუპორად". აბა, თქვენ იცით."- წერს ინაშვილი.