logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: NATO-ს ისეთი მოკავშირე სჭირდება, როგორიც საქართველოა -საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი
- +

23 იანვარი. 2020. 16:29

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საპანელო განხილვაზე NATO-ს გაფართოებაზე ისაუბრა.

 

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო და არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ, რომ გვაქვს მეზობლობაზე უკეთესი ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იწვევენ საქართველოს, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ უნდა გავფართოვდეთ და საქართველო უნდა გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner