„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის. ამ მიზნით, „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ ისეთ მასშტაბურ პლატფორმებზე, როგორებიცაა, „amazon“, „ebay“ და „etsy“. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სტარტაპერებისთვის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ განათავსონ საკუთარი პროდუქცია ყველაზე მსხვილ, საერთაშორისო კომერციულ პლატფორმებზე, რათა გაზარდონ მათი ბიზნესების ცნობადობა და გაყიდვები, მოიძიონ ახალი პარტნიორები. ვორკშოპზე მოწვეულმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან − „Amazon Export Hub“ (კომპანია, რომელიც ეხმარება მეწარმეებს, განათავსონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე), „Cnick“, (რომელიც უკვე წარმატებით ვაჭრობს „amazon“-ზე), „Boxette“ (რომელიც ამერიკაში პროდუქციის საწყობებში გადანაწილების მიმართულებით მუშაობს), ასევე „Ebay Experienced Sellers“, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა კი დამსწრეებს გააცნეს სერვისები, რომელთა დახმარებითაც მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„საქართველოს ბანკისთვის“ მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ციფრული პლატფორმები ბიზნესის გაფართოების საუკეთესო, სწრაფი, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესების წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბურ პლატფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა: „amazon“, „ebay“, „etsy“ და სხვა. „საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით გამართული ვორკშოპის მიზანიც ქართული კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა და გაზიარებაა, რასაც ეს საერთაშორისო პლატფორმები იძლევა და იმ კომპანიების წარმომადგენლებისგან, ვისაც მსგავსი და წარმატებული პრაქტიკა აქვთ. „საქართველოს ბანკისათვის“ მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ბიზნესები სამომავლო განვითარებაში, წარმატებით გაფართოებასა და ახალ პარტნიორებთან საუკეთესო გარიგების დადებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ზურაბ მასურაშვილმა.