logo_geo
eng_logo
ე.წ. ჩინური ვირუსით დაავადებული პირველი პაციენტი განიკურნა
- +

23 იანვარი. 2020. 16:36

 

ე.წ. ჩინური ვირუსით დაავადებული პირველი პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ განკურნებული პაციენტი „Dailymail“-თან საუბარში ამბობს. 23 წლის ჰუანგი თავდაპირველად საავადმყოფოში თავის ტკივილის გამო წავიდა. იგი ქალაქ უხანში ცხოვრობს და ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს, მატარებლის სადგურზე მუშაობს.

 

მან პირველადი სიმპტომები 24 დეკემბერს იგრძნო და ფიქრობდა, რომ ჩვეულებრივი გაციება იყო, რის გამოც სამსახურიდან გაეთავისუფლა და ადგილობრივ საავადმყოფოში წავიდა.

 

ექიმებმა მას პენიცილინ G ინექციები და გარკვეული მედიკამენტები დაუნიშნეს, მაგრამ მისი ჯანმრთელობა სამდღიანი მკურნალობის შემდეგ არ გაუმჯობესდა. 1 იანვარს მან კიდევ ერთხელ მიაკითხა საავადმყოფოს, რის შემდეგაც ექიმებმა ეჭვი პნევმონიაზე მიიტანეს. როდესაც ექიმებმა გაიგეს, რომ იგი ზღვის პროდუქტების ბაზართან ახლოს მუშაობდა, გადაწყვიტეს მისი გადაყვანა საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსული პაციენტების უმეტესობა მკურნალობს. ჰუანგის თქმით,  ის იმდენად ცუდად იყო, რომ ვერ დადიოდა და ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდა.

 

„მე პირველი ვიყავი, რომელიც გამოჯანმრთელდა კრიტიკული მდგომარეობიდან და საავადმყოფოდან წამოვიდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ვარ“, – თქვა მან.

 

დღეს ჩინელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მათ იპოვეს ვირუსის ეფექტურად მოკვლის გზები. ჯანდაცვის ეროვნული კომისიის ექსპერტმა ლი ლანჟუანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კორონავირუსი 30 წუთში დაიღუპება 56-გრადუსიან ტემპერატურაზე.

 

ცნობისთვის, ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსით 500-მდე ადამიანია დაავადებული, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner