logo_geo
eng_logo
„ბათუმში მოდიოდა, ჩემთვის სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა...“ - ავარიაში მოყოლილი ფეხბურთელი, კვლავ უგონოდაა
- +

11 ივნისი. 2016. 20:48


რამდენიმე დღის წინ, მომღერალ ანი ღონღაძის ქმარი, ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ავარიაში მოჰყვა. შემთხვევა ლანჩხუთთან მოხდა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა მძიმე დაზიანებები მიიღო და ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამის გასარკვევად Ambebi.ge გიორგის მეუღლეს ანი ღონღაძეს დაუკავშირდა:


- გიორგი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ექიმები ამბობენ, დინამიკაში გაუარესება არ აღინიშნება. ყოველ მეორე დღეს უკეთებენ ტომოგრაფიას, დღესაც გადაუღეს და თავის ტვინის ჰემატომა აქვს.


- როდემდე ვარაუდობენ ექიმები ასეთ მდგომარეობაში ყოფნას?

- ამბობენ, რომ მალე არაფერი შეიცვლება, რადგან დიდი დრო არის საჭირო. გიორგი აპარატზეა შეერთებული. საბედნიეროდ მდგომარეობა გაუარესებისკენ არ მიდის და დანარჩენი მის ორგანიზმზეა დამოკიდებული, რამდენად მალე გაიწოვს ამ სისხლჩაქცევას.


- რა ვითარებაში მოხდა ავარია?

- მე 5 ივნისს წავედი კონცერტისთვის ბათუმში. გიორგიმ წამოსვლა ვერ შეძლო, რადგან მისი გუნდი "უეფასთვის" ემზადებოდა და ვარჯიშები ჰქონდათ. 7 ივნისს ვარჯიშის შემდეგ გადაწყვიტა ჩემთვის სურპრიზი გაეკეთებინა და ბათუმში წამოვიდა. ლანჩხუთთან მოხდა ავარია, გიორგი მანქანაში მარტო იჯდა. მომხდარის შესახებ მისი მეგობრისგან გავიგე.


- აქ აპირებთ მკურნალობის გაგრძელებას?

- ჯერჯერობით სხვაგან წასვლა არ შეიძლება და სამომავლოდ ალბათ მოგვიწევს სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის სხვა ქვეყანაში წასვლა.


- როგორც ვიცი, გუშინ პატრიარქს შეხვდით?

- კი, შევხვდით. უწმინდესმა დაგვლოცა და მითხრა, რომ კარგად იქნება გიორგი. მისი დალოცვის შემდეგ უფრო მომეცა გიორგის გადარჩენის იმედი. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner