logo_geo
eng_logo
პროკურორი: ბრალდების მხარე ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას დასკვნით სიტყვაში შეაფასებს
- +

23 იანვარი. 2020. 17:05

 

 

„რამდენად მნიშვნელოვანია ამ  მოწმის ჩვენება ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან მიმართებაში, მას შემდგომ, რაც ჩვენ დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, რაც გამოკვლეული იქნება აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში  მოახდენს თითოეული მოწმის ჩვენების შეფასებას, შემხებლობას და მის მნიშვნელობას ბრალდებასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

 

მისი თქმით,  არასრულწლოვანმა მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ალექსანდრე სუბელიანს  თავის დროზე ასევე დაფიქსირებული ჰქონდა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის პროცესში.

 

„რა თქმა უნდა, მოწმეების მხრიდან გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია საქმისთვის არის მნიშვნელოვანი, მისი შეფასება არის საბოლოო ჯამში სასამართლოს პრეროგატივა. მხოლოდ ერთი მტკიცებულებით ან მხოლოდ ერთი ჩვენებით არ მოხდება საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენებები, მათ შორის ექსპერტების ჩვენებები, გარდა ამისა, წერილობითი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებები საერთო ჯამში უნდა შეფასდეს. არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი მტკიცებულება“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

ბესიკ ქვარცხავამ აღნიშნა, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე  წარმოდგენილია დაახლოებით 150-მდე პირის ჩვენება, ასევე  ათეულობით წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner