logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 22 წლის ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა
- +

23 იანვარი. 2020. 18:14

 

 

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ზუგდიდში 22 წლის ახალგაზრდა ქალი გრიპის B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სიმართლეს.

 

„რა თქმა უნდა, სამწუხარო ინფორმაციაა ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივუსამძიმრო მის ოჯახს. ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ თითქოს ახალგაზრდა კორონავირუსით გარდაიცვალა, არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს უკვე ლაბორატორიულადაა დადგენილი. აღებული იყო ნიმუშში სინჯი და სწორედ 2 საათის წინ დასრულდა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, სამწუხაროდ აღნიშნული გარდაცვალების შემთხვევა არის დაკავშირებულია გრიპთან. ლაბორატორიულად გრიპის B ტიპი დადგინდა. ეს ამ სეზონზე გრიპის გამო, ლაბორატორიულად დადგენილი გარდაცვალების მე-3 შემთხვევაა. თქვენი საშუალებით მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ არ აჰყვნენ დეზინფორმაციას, ამ შემთხვევაში არავითარ კორონავირუსთან საქმე არ გვქონია“, -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული 22 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა. ის თავდაპირველად ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა, შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner