logo_geo
eng_logo
საუდის არაბეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
- +

23 იანვარი. 2020. 18:16

 

 

CNN-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.

 

დაინფიცირებული პირი ძიძაა ინდოეთიდან. აღნიშნულ ინფორმაციას ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

 

CNN-ის ინფორმაციით, დაინფიცირებული საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში გადის მკურნალობას და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია.

 

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ასევე სავარაუდოდ, მექსიკაში.

 

ამასთან, კორონავირუსის გავრცელების გამო, ქალაქ უხანის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ შეზღუდვა ქალაქ ჰუანგანშიც დააწესა. სწორედ უხანი სახელდება ვირუსის გავრცელების კერად. უხანის მოსახლეობას ქალაქის დატოვება შეეზღუდა.

 

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი სახეობით 17 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner