logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: თბილისი პლანეტაა... უბნები -კონტინენტები...
- +

11 ივნისი. 2016. 21:26


ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი თბილისის შესახებ წერს:


„თბილისი პლანეტაა. მცხეთა და რუსთავი ამ პლანეტის თანამგზავრები.

 

თბილისური უბნები - კონტინენტები.

 

ქუჩები - სახელმწიფოები.

 

სახლები - ქალაქები.

 

თბილისელები - სოფლელები, სვეტები, გოიმები, ქაჯები, ჯიგრები, მუშები, სტუდენტები, არისტოკრატები, მოსწავლეები, ინტელიგენტები, შეყვარებულები, პოლიციელები, ექიმები, მეეზოვეები, ჩინოვნიკები, მათხოვრები, ნაკითხები, დიპლომატები, სულელები, ლამაზმანები, ვაჟკაცები, ღირსეულები, მოძველბიჭოები, სპორტსმენები, მეცნიერები, უცხოელები, მძღოლები, ვაჭრები, გაბრაზებულები და ბედნიერები.....

 

მთები, ტბები. მდინარეები, გზები, ბაღები, ხიდები, ხედები, ბაზრები, ბირჟები, ტაძრები.....

 

თბილისი - გათეთრებული ზამთარში, გამწვანებული გაზაფხულზე, გახუნებული ზაფხულში და ოქროსფერი შემოდგომაზე.

 

ალბათ, მთელი დედამიწა მაქვს მოვლილი, მაგრამ თავს სახლში ვგრძნობ, მხოლოდ ჩემს მშობელ თბილისში. ყველა ქუჩასთან ერთი ადამიანი მაინც მაკავშირებს, და ეს ერთი ადამიანი - კიდევ ცალკე სამყაროა, ბევრი, ძალიან ბევრი ამბებით, რომლებიც სიყვერულითაა სავსე. ისე რომ დავდივარ ამ ქალაქში - სიყვარულიდან სიყვარულში."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner