logo_geo
eng_logo
65 წლიან თანაცხოვრების შემდეგ ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა
- +

24 იანვარი. 2020. 00:57

 

 

აშშ-ში, მისურის შტატში მცხოვრები ცოლ-ქმარი, რომლებმაც ერთად 65 წელი გაატარეს, ერთ დღეს გარდაიცვალა.

როგორც გამოცემა People წერს, 86 წლის ჯეკ მორისონი და 83 წლის ჰარიეტი ქალაქ სენტ-ლუისის მოხუცებულთა თავშესაფარში დაიღუპნენ.  

სიკვდილამდე ჯეკმა და ჰარიეტმა პერსონალს მათი საწოლების ერთმანეთთან მიწევა სთხოვეს და ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს. ჯეკი 03:34 საათზე გარდაიცვალა, რამდენიმე საათში კი ჰარიეტი.

მათი მომვლელის თქმით, ჯეკმა და ჰარიეტმა ერთმანეთი 1955 წელს გაიცნეს. პირველი პაემანი წყვილს ჰელოუინის საღამოს ჰქონდა და მას შემდეგ, არ დაშორებულან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner