აშშ-ში, მისურის შტატში მცხოვრები ცოლ-ქმარი, რომლებმაც ერთად 65 წელი გაატარეს, ერთ დღეს გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა People წერს, 86 წლის ჯეკ მორისონი და 83 წლის ჰარიეტი ქალაქ სენტ-ლუისის მოხუცებულთა თავშესაფარში დაიღუპნენ.
სიკვდილამდე ჯეკმა და ჰარიეტმა პერსონალს მათი საწოლების ერთმანეთთან მიწევა სთხოვეს და ერთმანეთს ხელები ჩაჰკიდეს. ჯეკი 03:34 საათზე გარდაიცვალა, რამდენიმე საათში კი ჰარიეტი.
მათი მომვლელის თქმით, ჯეკმა და ჰარიეტმა ერთმანეთი 1955 წელს გაიცნეს. პირველი პაემანი წყვილს ჰელოუინის საღამოს ჰქონდა და მას შემდეგ, არ დაშორებულან.