ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„კარგით რა, ხალხო, კარგით რა.
რატომ გვიყვარს რაღაც მჭექარე წოდების მინიჭება იმ ტიპებისთვის, რომლებიც ამ სახელს საერთოდ არ შეეფერებიან?
„დათა თუთაშხიაში“ არის ერთი საინტერესო მომენტი - ერთი პატიმარი მეორეს მთელ თავის „პაიოკს“ აძლევდა იმისათვის, რომ იმას მისთვის მთელი ციხის გასაგონად „არიოლა“ დაეძახა.
რა „პაიოკი“ გადაიხადა ამ ლომჯარიამ, „სახალხო დამცველს“ რომ ეძახიან?
რა „პაიოკს“ იხდიან ეს ე.წ. „პოლიტიკანები“ (აღარ ჩამოვთვლი), „მწერლები“, „ვარსკვლავები“ ან „არასამთავრობო ორგანიზაციები“?
კარგი, ბატონო, უძახეთ ლომჯარიას „სახალხო დამცველი“, ბუღაძეს - მწერალი, გიგაურს - უფლებადამცველი, კესარიას - ვარსკვლავი და რა ჩიტსაც დაიჭერთ, მაგასაც ვნახავ“, - წერს გაბრიჭიძე.