logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: სახელმწიფო ინსპექტორი სახალხო დამცველის მიმართვაზე ობიექტურ დასკვნას დადებს
- +

24 იანვარი. 2020. 13:00

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სახალხო დამცველის მიმართვაზე, რომელიც იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების გასაჯაროებას შეეხება, ობიექტურ დასკვნას დადებს.

 

როგორც სოფო კილაძემ განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით საინტერესო იქნება იუსტიციის სამინისტროს პოიზციის მოსმენაც.

 

„ჩვენთვის, პარლამენტისთვის, სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის უფლებების მონიტორინგის კუთხით. ამ კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, იმედი მაქვს, რომ ობიექტურ დასკვნას დადებს სახელმწიფო ინსპექტორი და გამოიკვეთება სამართლებრივი შეფასება საქმის. თუმცა, მგონია, რომ ამ თემის ასე აჟიტირება არ ღირს, რადგან ამას მიეცემა სამართლებრივი მსვლელობა და გაეცემა პასუხი. ასევე, ძალიან საინტერესოა იუსტიციის სამინისტროს პოზიციის მოსმენა, რა გახდა მათი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველი. ამიტომ, შევაჯეროთ ორივე პოზიცია და ამის შემდეგ მიიღებს სახელმწიფო ინსპექტორი დასკვნას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

სახალხო დამცველმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს 22 იანვარს მიმართა, რათა შეისწავლოს იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner