სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მთავარ პრობლემად დაკარგული ტერიტორიები დაასახელა და ხაზი გაუსვა. უწმინდესის განცხადებას „რუსთავი 2" ავრცელებს:
„მე ვუთხარი ვლადიმირ პუტინს, რომ ტერიტორიული მთლიანობა ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე.
ტერიტორიული მთლიანობა დიდი ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის. მქონდა შეხვედრა ვლადიმირ პუტინთან და მე ვუთხარი მას, რომ ეს ღია ჭრილობაა საქართველოს სხეულზე. ღიად დარჩენა საკითხისა, ამ ჭრილობისა არ შეიძლება. არასდროს ყოფილა კონფლიქტი აფახაზებსა და ქართველებს შორის. ეს იყო შექმნილი ხელოვნურად.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს საქართველო... ეს მალე მოხდება", - ბრძანა ილია მეორემ.