logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ის“ ფინალი 26 იანვარს გაიმართება
- +

24 იანვარი. 2020. 13:30

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო და ეკოლოგიური შინაარსის პროექტი „ეკოლოგიკა 2019-ის“ ფინალი 26 იანვარს გაიმართება. პროექტის საბოლოო, მესამე ეტაპს ზესტაფონი უმასპინძლებს.

 

ფინალურ შეხვედრაზე გუნდების მიერ მომზადებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება, სადაც კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჟიური 7 პროექტიდან 3 საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს. „ეკოლოგიკა 2019-ის“ მიზანი საკუთარი სკოლის ბაზაზე არსებული ეზოს გამწვანება და განახლებული პროექტის წარდგენა-განხორციელებაა.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ დაფინანსებული საპრიზო ფონდი 12 000 ლარს შეადგენს, რომელიც ასე გადანაწილდება:

 

I ადგილი - 5000 ლარი;

II ადგილი - 4000 ლარი;

III ადგილი - 3000 ლარი.

 

პროექტის მესამე დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური ჟიური: ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები გივი მოდებაძე და გიორგი გოგლიჩიძე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი და ჭიათურის საპატიო მოქალაქე გიორგი დვალაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე.

 

პროექტი „ეკოლოგიკა 2019“ გასული წლის 25 სექტემბერს „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით საზეიმოდ გაიხსნა და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა. გახსნის ღონისძიება ჭიათურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელშიც ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების 70-მდე საჯარო სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

 

პირველ ეტაპზე, ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაში - „რა? სად? როდის?“ საბუნებისმეტყველო საგნების თემაზე შექმნილი კითხვებით ჩატარდა. თამაში 2-ნაწილიანი იყო, პირველ ეტაპზე 15 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, ხოლო მეორე ეტაპზე - შვიდი, 5 ჭიათურისა და 2 ზესტაფონის.

 

მეორე ეტაპზე პირველ ეტაპში გამოვლენილმა 7 გამარჯვებულმა გუნდმა, პროექტის მომზადების მიზნით, 3-დღიანი სპეციალიზებული ტრენინგი გაიარა, რაც საქართველოს ბიბლიოთეკების გაერთიანებული ასოციაციის წამყვანმა კვალიფიცირებულმა ტრენერ-სპეციალისტმა რუსუდან ასათიანმა უზრუნველყო. „ეკოლოგიკის“ ფარგლებში მოზარდებმა პროექტი სკოლის ეზოს გამწვანების თაობაზე მოამზადეს.

 

„ეკოლოგიკა 2019-ის“ მხარდამჭერები არიან ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერიები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია და ინტელექტუალური გუნდი „რა? სად? როდის?“ 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner