logo_geo
eng_logo
კორონავირუსის გამო, პეკინში საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს
- +

24 იანვარი. 2020. 13:55

 

ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, პეკინში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პეკინის ჯანდაცვის კომიტეტმა მიიღო.

 

აღნიშნული ზომა ვირუსის შესაძლო გავრცელების შემთხვევების დროს, 14 დღის განმავლობაში, კარანტინის მკაცრი რეჟიმის შემოღებას, სატრანსპორტო კვანძებისა და ინფრასტრუქტურის სანიტარული ინსპექციის გაძლიერებას, მასობრივი ღონისძიებების გაუქმებას ითვალისწინებს.

 

როგორც კომიტეტში განმარტეს, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქში საგანგებო ზომებს მიიღებენ.

 

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, კულტურული დაწესებულებები დახურულია, ასევე გაუქმდა საჯარო ღონისძიებები.

 

ამჟამად, პეკინში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების დიაგნოზი 29 ადამიანს დაუსვეს. ერთ-ერთი პაციენტი მძიმე მდგომაროებაშია.

 

ადამიანების ჯანმრთელობისთვის საფრთხის უმაღლესი დონე ასევე გამოცხადებულია ხუბეის პროვინციაში და შანხაიშიც.

 

ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსით 25 ადამიანია დაღუპული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner