logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია გვარამიას: შენ ისეთი დემოკრატი ხარ, როგორი კოსმონავტიც მე!
- +

11 ივნისი. 2016. 22:07


„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დაჩი ცაგურია ნიკა გვარამიას განცხადებას პასუხობს:


„ეს ტუალეტებში მიყურადება და საძინებლებში თვალთავლი ვერ მოიშალეს ამ ფაშისტებმა რა...

არა შეჯდა მწყერი ხესა ჩემო ნიკა, შენ ისეთი დემოკრატი ხარ როგორი კოსმონავტიც მე!"




ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ეკა ბესელიას პასუხობს, სადაც დეპუტატი ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაში ადანაშაულებს.

 

„რა შუაშია პოლიტიკაში ვინმეს ჩართვა? დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს იმედი შეიძლება მქონდეს ამ ქვეყანაში, სადაც დასრულებულია ყველა შტოში ხელისუფლების დემოკრატიაზე საუბარი, ეს არის ერთადერთი დემოკრატიული კუნძული, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. ეს პრაქტიკულად არც უარყვია ბატონ ტურავას, რომელმაც ჩვენთან საუბარშიი იკითხა, იქნებ მქონდა კომუნიკაცია, მაგრამ სხვა თემაზეო. არა ბატონო, არანაირ თემაზე არ უნდა გქონდეს კომუნიკაცია ბესელიასთან, მაგრამ  მას რომ კომუნიკაცია ქონდა, ეს დანამდვილებით ვიცით",- აღნიშნა გვარამიამ.


„რუსთავი 2"-ის დირექტორმა ეკა ბესელიასა და თეა წულუკიანს "შეახსენა, რომ  "იუსტიციის სამინისტროში უამრავი ადამიანი მუშაობს, რომელიც გვარამიას მიყვანილია და, რომლებსაც ყურებიც აქვთ და თვალებიც".


ეს ადამიანები ძალიან კარგად ხედავენ და ისმენენ ქალბატონი ბესელიას საუბრებს, მათ შორის ტუალეტებში, - მერაბ ყველაფერი წესრიგშია კოლეგიაში? და თეას ახლა აინტერესებს რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამას ისმენენ ადამიანები. ბესელიამ საქმის პოლტიზირებაში დაადანაშაულოს საკუთარი თავი, სანამ მას სხვა კომპეტენტური ორგანო დაადანაშაულებს. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, მაშინ ბატონი ტურავა იმდენ რამეს დაწერს, ვის როდის, სად, რა ვითარებაში რა უთხრა, რომ კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან",- განახცადა ნიკა გვარამიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner