logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: 2020 წლის არჩევნებში ხმების უმრავლესობას „ოცნება“ მიიღებს
- +

24 იანვარი. 2020. 15:07

 

რაც შეეხება სააკაშვილს, ის დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ჩემი ვარაუდით, 2020 წლის არჩევნებში ხმების უმრავლესობას „ოცნება“ მიიღებს, უფრო ნაკლები მანდატი ექნებათ „ნაციონალებს“ და იმაზე მეტ პროცენტს მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, ვიდრე წინა არჩევნებზე. ნათელაშვილის მაღალი რეიტინგისა და პროცენტის არ მჯერა იმიტომ, რომ არ ჩანს მედიაში.ზოგადად, გაერთიანებულ ოპოზიციას მოგება რომ შეეძლოს, დაბალი რეიტინგი არ ექნებოდათ. ეს წამგებიანი პარტიების გაერთიანებაა!

 

რაც შეეხება სააკაშვილს, ის დიდი ხანია პოლიტიკურად დამთავრებულია. ამას რიტორიკულად არ ვამბობ. სააკაშვილი საკუთარმა აგრესიამ მიიყვანა პოლიტიკურ აღსასრულამდე. თუმცა, მეორე მხრივ, არც იმის უგულებელყოფა შეიძლება, რომ „ნაციონალების“ ამომრჩევლების უმეტესობას მოსწონს აგრესიული სტილი. ხომ ხედავთ, წლიდან წლამდე პროცენტი არ იცვლება, ანუ „ნაციონალებს“ მყარი ამომრჩეველი ჰყავთ და სააკაშვილი ამ აგრესიული განცხადებებით ამ ჯგუფის შენარჩუნებას ცდილობს. მართალია, ახალ ძალებს ვერ იზიდავს, მაგრამ სწორი სვლაა ძველი ძალების შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner