logo_geo
eng_logo
„გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელების გამოყენება გენპროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი“
- +

24 იანვარი. 2020. 16:05

 

„ნებისმიერი იურისტისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ოპერატიული თანამშრომლები პირობით სახელებს ანიჭებენ იმ ობიექტებს, ვის მიმართაც უნდა განახორციელონ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება.  ეს შეიძლება არ იყოს ცნობილი რიგითი მოქალაქისთვის, ვისაც ამასთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ დაცვის მხარისთვის, განსაკუთრებით გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის რომ  დღეს გახდა ცნობილი, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობით სახელებს იყენებენ, ჩემთვის გასაკვირია. დარწმუნებული ვარ, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას პროკურორობის დროსაც არაერთხელ იქნა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და პირობითი სახელი არაერთხელ მიუნიჭებიათ ობიექტისთვის“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საინტერესოა ასევე ისიც, რომ  მაშინ, როდესაც  ბრალდებულებს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებიან, ყურადღება  მახვილდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე.

 

„საინტერესოა, რომ დღეს ჩვენ გვიწევს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებაზე საუბარი, მაშინ როდესაც ბრალდებულებს ვედავებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას, ვედავებით, რომ 7 მილიონი ლარი გაფლანგეს და ვედავებით, რომ 300 000 ლარიან ავტომობილს დაესაკუთრნენ და თქვენ ახლა კითხვებს მისვამთ მოსამართლემ რატომ გასცა განჩინება მტკიცებულებების საფუძველზე. მე გეუბნებით, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ტარდებოდა პროკურორის დავალების საფუძველზე  და ფარული საგამოძიებო მოქმედება განჩინების საფუძველზე. გაეცანით საქმის მასალებს, რომლებიც გადმოგცეს და ნახავთ, რომ ეს ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს და კანონს“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner