logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

24 იანვარი. 2020. 16:35

 

პარლამენტის თავმჯდომარე  USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

 

შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ თანამშრომლობასა და  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრეს. საუბარი, შეეხო  პარლამენტის საქმიანობას და მნიშვნელოვან კანონპროექტებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტებზე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020 წელს უპრეცედენტოდ დიდ დაფინანსებას გამოყოფს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner