თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ელიაზიგის პროვინციაში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურების სააგენტო ავრცელებს.
ბიძგები, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6.5 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ სივრიჯთან იყო. ინფორმაცია დაღუპულთა და ნგრევის შესახებ ამ დროისთვის უცნობია.