logo_geo
eng_logo
ინგლისი Vs. რუსეთი - დაძაბულობა კულმინაციას აღწევს (პრევიუ)
- +

11 ივნისი. 2016. 22:20


11 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევრო 2016-ის B ჯგუფის პირველი ტურის დარჩენილი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც ინგლისის ნაკრები რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ამ ნაკრებების დაპირისპირება უკანასკნელი კვირის მანძილზე დიდი მითქმა-მოთქმის მიზეზი გახდა, რადგან გულშემატკივრებმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს ერთმანეთს მარსელის ქუჩებში. უფრო მეტიც, ისინი არც სამართალდამცველებთან შეტაკებებს შეუშინდნენ.

ერთი სიტყვით, შეხვედრის იტალიელ არბიტრ ნიკოლა რიცოლის სავარაუდოდ არაერთხელ მოუწევს ბარათების ჩვენება ფეხბურთელებისთვის, რადგან ძნელად წარმოსადგენია, რომ ტრიბუნაზე შექმნილმა დაძაბულობამ მოედანზეც არ გადაინაცვლოს.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ევრო 2008-ის შესარჩევ 2 მატჩში გუნდებმა მოგებები გაცვალეს. მოსკოვში განცდილი მარცხის გამო ინგლისი ტურნირზე ვერ მოხვდა.

გუნდები სრულად მობილიზებულნი არიან დღევანდელი მატჩისთვის. რუსეთს საკმაოდ დაბალანსებული გუნდი ჰყავს და ერთსულოვნება მათ თამაშში ხშირად იგრძნობა, თუმცა ინგლისელთა განაცხადი გაცილებით დამაჯერებლად გამოიყურება.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

ინგლისი (4-2-3-1): ჰარტი - უოკერი, სმოლინგი, კეჰილი, როუზი - დაიერი, ალი - სტერლინგი, რუნი, ლალანა - კეინი;

რუსეთი (4-3-3): აკინფეევი - შენიკოვი, ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, სმოლნიკოვი - გოლოვინი, ნოიშტედტერი, შატოვი - სმოლოვი, კოკორინი, ძიუბა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner