logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი სელეპანოვზე: საჭესთან მთვრალი იჯდა და 2 ბავშვი შეიწირა
- +

25 იანვარი. 2020. 00:34

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ყოფილი პატიმარი, რომელიც პენიტენციურ სისტემას აკრიტიკებს სასჯელს 2 მცირეწლოვანი ბავშვის (1 და 3 წლის) და ერთი ზრდასრული ადამიანის სიკვდილისთვის იხდიდა, რადგან საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში იჯდა - დღეს ის საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ წევრია.

 

ირკვევა, რომ აღნიშნული პიროვნება ალექსანდრე სელეპანოვია, რომელმაც მინისტრის თქმით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბევრი წელი მოიხადა, ახლა „ლელოში“ გაწევრიანდა და აბსურდს საუბრობს.

 

ახლა, როცა ჩვენ ეთერში ვართ, თურმე სხვა არხზე მიმდინარეობს პარალელური ეთერი, სადაც ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი აღწერს, რა ხდება მე-17-დაწესებულებაში დღეს. გეტყვით, რომ ეს ადამიანი იმ დაწესებულებაში, არც წელს ყოფილა, არც შარშან და არც იმის წინ – ის ნომერ მე-17-დაწესებულებაში იყო 2016 წლამდე (არადა, ნინო მოლჯარიას ანგარიში 2019 წელს ეხება) და ბოლო დროს, როდესაც ჩვენ ციხეები შევიერთეთ, ეს პატიმარი გადავიდა მე-16-დაწესებულებაში, სადაც პატიმრები სწავლობენ, ხატავენ, უმაღლესში აბარებენ, ერთი პატიმარი ატელიაში ჩანთებს კერავს… ერთი სიტყვით, ეს არის დაბალი რისკის დაწესებულება. იმასაც გეტყვით, რომ ეს პატიმარი, რომელმაც საკმაოდ ბევრი წელი მოიხადა იმისთვის, რომ წლების წინ, 2 მცირეწლოვანი ბავშვის და ერთი ზრდასრული ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, რადგან საჭესთან მთვრალი იჯდა – ახლა „ლელოში“ გაწევრიანდა და აბსურდს საუბრობს. ჩემი აზრით, „ლელო“ ასე ვერ დადებს ლელოს – მისი ამჟამინდელი წევრი ყოფილი პატიმარი საუბრობს იმაზე, რაც არც იცის და არც უნახავს, რადგან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში .

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner