ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება “თავისუფლების ინსტიტუტი”-ს მოთხოვნას, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვში დაცული საკანდიდატო დისერტაცია გაუუქმდეს.
“1987 წელს მოსკოვში დაცული საკანდიდატო დისერტაცია როგორ უნდა გააუქმოს საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა?! რაო, ბიძინა ივანიშვილი ილიას უნივერსიტეტის საპროფესორო კონკურსში მონაწილეობს?!
“თავისუფლების ინსტიტუტი” იმდენად ფსკერზეა, რომ ისიც არ იცის, სად და როგორ გაარკვიოს, არის თუ არა 33 წლის წინ დაწერილ სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის ნიშნები.
თუკი ივანიშვილის საკანდიდატო დისერტაცია მოიპოვეთ, ახლა 1987 წლამდე ამ თემაზე გამოცემულ სამეცნიერო ნაშრომებს გაეცანით და სტრიქონ-სტრიქონ გაიარეთ, თქვე დუპლეტებო! ანდა, – გაიარეთ! და ტოლი ნახეთ კოჭის გასაგორებლად!”- წერს ბონდო მძინარაშვილი.