ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე დღეს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ჩხუბს რაც შეეხება.
ჩხუბი ჩხუბია და მას გამართლება არ აქვს, მით უმეტეს სახელმწიფო დაწესებულებებში.
ამაზე ხომ ვთანხმდებით?
გინებას და შეურაცხყოფებს აქვს გამართლება?
სიცრუეს?
მთავარი მიზანია უარყოფითი დღის წესრიგის შექმნა, ხალხის დასტრესვა. თემებს არ აქვს მნიშვნელობა: მკვლელობა, ქურდობა, ჩხუბი, ვირუსი… ყველაფერი, რაც შექმნის დაძაბულობას, დაპირისპირებას…
მთელი დღეა სოცქსელში 2-3 ცხელი თემა ტრიალებს. ხვალაც გაგრძელდება, ან ახალს იპოვიან. ასე გაგრძელდება არჩევნებამდე.
უარყოფითი დღის წესრიგის შექმნის საოცარი უნარია…
ისე, 10 კაცს არ უცემია, ცოტა დაუკელით, ვერ მოასწრებდნენ, სულ 5-7 წამი გაგრძელდა თავის ჭიდაობიან-გაშველებიანად. რამდენიმე ტანმოსული, არ ვიცი რომელი პარტიიდან, ძალიან სწრაფად ჩაერივნენ და გააშველეს. ხომ დაინახეთ ვინ რას აკეთებდა? დერეფანში ვინ ვის დაარტყა დაინახეთ?
ჩხუბის დაწყების წინ მაგარი იყო, ტელევიზიებს მოვუწოდებ კარგად გადაიღეთო.
მოკლედ, ვუყუროთ და ვარჩიოთ ამათი ჩხუბები…
დედის გინებას გამოხატვის თავისუფლებად რომ არ ვთვლი, ჩხუბის გამართლებად ნუ ჩამითვლით.
საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, დედის გინება იავნანად არ აღიქმება”, – წერს ამირან სალუქვაძე.