logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

25 იანვარი. 2020. 12:13

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

 

„გვინდა გამოვხატოთ ჩვენი უზარმაზარი თანაგრძნობა და მწუხარება თურქეთში მომხდარ ტრაგიკულ მიწისძვრასთან დაკავშირებით. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირეს და მეგობარს. ვიზიარებთ თურქი ხალხისა და განსაკუთრებით დაზარალებულთა ოჯახების მწუხარებას და ვუსურვებთ ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner