logo_geo
eng_logo
ახმეტის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
- +

25 იანვარი. 2020. 12:14

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მკვლელობა მოხდა. საქონლის ფერმაში 33 წლის მწყემსმა 48 წლის მამაკაცს სანადირო თოფიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებული ინფორმაციით, მწყემსებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.

 

მკვლელობაში მონაწილე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner