logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ყველა საჭირო ზომას ვიღებთ მიწისძვრის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
- +

25 იანვარი. 2020. 12:14

 

 

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, მიწისძვრის შედეგების გადასალახად შესაბამისი უწყებები ყველა საჭირო ზომას იღებენ.

 

„შესაბამისი უწყებები ყველა საჭირო ზომას იღებენ მიწისძვრის შემდეგ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც ელიაზიგში მოხდა და მრავალ პროვინციაში იგრძნობოდა. შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები სტიქიის ზონაში გავგზავნეთ“, - აღნიშნა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა 24 იანვარს, საღამოს საათებში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ათეულობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, დაზიანდა ათობით შენობა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვმა 20-ს მიაღწია. დაშავებულია ასობით ადამიანი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner