logo_geo
eng_logo
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა
- +

25 იანვარი. 2020. 13:24

 

 

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ცნობილი გახდება გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა.

 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოქას განცხადებით, ელაზიგში, დაახლოებით 30 მოქალაქე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

 

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთში, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. რყევების სიმძლავრემ 6.8 ბალი შეადგინა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner