ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძის შესახებ წერს:
„ბურჭულაძე რუსთავი2- ის ეთერიდან ყელმოღერებული ჩიტივით ღაღადებს, საზღვარგარეთ იმიჯი შეგველახება და ჩავეწერებით იმ ქვეყნების სიაში სადაც არ არის მედიის თავისუფლება თუ ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს ამ ბრძოლას რუსთავი 2-თან დაკავშირებითო...
ერთი ჰკითხეთ ამ ბანს საერთოდ იცის რას ნიშნავს თავისუფალი მედია?
ხალხს რომ ხოცავდნენ და ბურჭულაძე გულში დარდობდა, რუსთავი2 იმ დროს იმ ყველაფრის თანამონაწილე იყო, იმიტომ რომ იყვნენ ჩუმად და ხმა ჰქონდათ ჩაგდებული, თითს არ ანძრევდნენ და მხოლოდ ტყუილებს ღაღადებდნენ!
აჩვენეთ ევროპას ის წამების კადრები, აჩვენეთ როგორ აუპატიურებდნენ კაცებს, უთხარით რუსთავი 2 მიშას არაოფიციალური პიარის ტელევიზია რომ არის და თუ მაინც ვერ გაიგეს, მაშინ გაგვეშვან და გვაცადონ ჩვენ ქვეყანას ჩვენვე მივხედოთ, ჩვენზე უკეთ არავინ იცის რუსთავი 2 თავისუფალი ტელევიზიაა თუ არა..."- წერს მენაბდიშვილი.