logo_geo
eng_logo
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ
- +

25 იანვარი. 2020. 15:55

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ სასაზღვრო ავიაციის უფროსს - იოსებ არჯევანიშვილს, ბარისახოს სამმართველოს უფროსს - მამუკა ლიქოკელს, მის მოადგილეს - არმაზ წიკლაურს, ყაზბეგის სამმართველოს უფროსს - გიორგი ხმალაძეს და მესაზღვრეს - დავით ყამარაულს მადლობის სიგელები გადასცა.

 

დაჯილდოების ცერემონია 2019 წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შესრულებული სამუშაოების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე გაიმართა. ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე და მისი მოადგილეები - კახაბერ ჩიქოვანი და თემურ კუპატაძე დაესწრნენ.

 

სახელმწიფო რწმუნებულმა ანგარიშის პრეზენტაციაზე ხაზგასმით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები და რეგიონში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობისათვის მესაზღვრეებსა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს მადლობა გადაუხადა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner