ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მძიმე მდგომარეობას იხსენებს.
შალვა რამიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის წინა რეჟიმის პირობებში, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. მისი თქმით, ციხეებში პატიმრების წამება ხშირი იყო.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე ვარ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ერთი კვირა გავატარე „გუბერსკის“ ციხეში, რომელიც ახლა დანგრეულია. კარცერში ყოფნა იყო წამება და არაადამიანური მოპყრობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეებში ჩახველებაზე და ხმადაბალ სიცილზეც კი უმოწყალოდ ურტყამდნენ პატიმრებს და კარცერში აგდებდნენ,“ - განაცხადა შალვა რამიშვილმა.