ისტორიკოსი დავით გოგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე გაბრაზებული გრუზინების საყურადღებოდ:
1). საქართველო არის სახელმწიფო, სადაც მოსახლეობის 95% ცხოვრობს უკიდურეს სიღატაკეში და შვილები შიმშილით ეღუპება მოსახლეობას, ამიტომ საქართველო არის უმართავი მიგრაციული პროცესების მაღალი რისკის მატარებელი ქვეყანა.
2). საქართველოს მოსახლეობის 95%სათვის შენგენის ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლა არის არა საშუალება ევროპულ ცივილიზაციასთან ზიარებისა და ელისეს მინდვრების დათვალიერების, არამედ ევროპაში ,,არალეგალად,, დარჩენის. რაც ევროპის
სახელმწიფოთა შიდაეკონომიკური ცხოვრების სტრუქტურაზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.
3). საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში და ევროპის სხვა სახელმწიფოებში წელიწადში მინიმუმ 2 ჯერ პოლიცია და სპეცსამსახურები ატარებენ ანტიკრიმინალურ ოპერაციებს, რომლის შედეგად
დაკავებულ მოქალაქეთა 99% არიან ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქეები და რაც
ყველაზე სავალალოა მათი ნაწილი არიან ქალები. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ევროპაში ქართულ ეთნოსთან მიმართებაში, ნეგატიური, კრიმინალისა და საზოგადოებრივად საშიში მასის იმიჯის შექნას და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. 4). მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით, ყოველგვარი რეგულაციებისა და ფილტრაციის გარეშე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა ათასობით თურქეთის მოქალაქეს, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სახელმწიფოთა მოქალაქეებს. მაღალია ალბათობა იმისა, რომ ბევრი მათქანი იბრძოდეს ტერორისტული ორგანიზაცია „ისალმური სახელმწიფოს" რიგებში, ან იყოს მათი ირიბი მოკავშირე. ამას გარდა საქართველოს ტერორიზმის მაღალი რისკის მატარებელ ბევრ სახელმწიფოსთან აქვს ცალმხრივად უვიზო რეჟიმი, რაც ტერორიზმის საფრთხის კუთხით საქართველოს ანიჭებს მაღალ გამტარუნარიანი საფრთხის რისკის მატარებელი ქვეყნის სტატუსს. 5). საქართველოს სიდიდის მასშტაბების ქვეყნისათვის, ის ციფრი ჩვენი მოქალაქეებისა, რომლებიც იბრძვიან „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ევროკავშირისათვის არის საშიშად სიმპტომატური და შემაშფოთებელი. აი ბატონებო!!! არასრული ნუსხა იმ ჩამონათვალისა, რის გამოც ევროკავშირის სახელმწიფოები თავს იკავებენ საქართველოს მიანიჭონ ვიზალიბერალიზაცია, ანუ უვიზო მიმოსვლა შენგენის ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე 90 კალენდარული დღის განმავლობაში. მე აბსოლუტურად სწორად მესმის მათი და ნუ ვაკისრებთ ევროპის სახემწიფოთა ლიდერებს ისეთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ მათ საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ არა საკუთარი მოსახლეობის, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების გადმოსახედიდან. სანამ საქართველო ამ პრობლემების მოგვარების კუთხით ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, ის ვერასოდეს მიიღებს ვიზალიბერალიზაციას და მითუმეტეს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ხოლო ყველა სხვა ფუჭი დაპირებები და მითები ეგრეთწოდებულ ჩვენს ყბადაღებულ ევროატლანტიკურ არჩევანზე არის საქართველოს პოლიტიკური ისებლიშმენტის მიერ საკუთარი მოსახლეობისათვის თვალებში ნაცრის შეყრა, სიყალბე და საუკუნის ბლეფი. სულ რომ LGBT ორგიები მოვაწყოთ მთელმა ერმა შუა რუსთაველის პროსპექტზე და ეს ყველაფერი გადავცეთ პირდაპირ ეთერში. სულ რომ მიხეილ სააკაშვილს სამუდამო მემკვიდრეობით მფლობელობაში დავუტოვოთ რუსთავი 2, სულ რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ნიკა გვარამია წმინდანად შერაცხოს, ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელი უმთავრესი მიზეზები არის ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ეს ძირითადი გარემოებები და არა კორცხელის ინციდენტი.
გმადლობთ ყურადღებისათვის"