„თბილისში ჩინეთიდან დღეს დაგეგმილი პირდაპირი ავიარესი გაუქმდა“, - ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს პირველ არხს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.
დღეს თბილისში ჩინეთიდან, ქალაქ ურუმჩიდან სამგზავრო თვითმფრინავი 21:35 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო.
როგორც „საქართველოს პირველ არხს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან კარანაძემ განუცხადა, რეისი ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით.
ამასთან, სააგენტოში განმარტავენ, რომ გაუქმებულია პენიკი-ურუმჩი-თბილისის 25 და 27 იანვარს დაგეგმილი ავიარეისები.
ჩინეთში ახალი წელი დღეს აღინიშნება.