logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა
- +

25 იანვარი. 2020. 17:50

 

 

„კორონავირუსი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, ანუ ეს არის ვირუსი, რომლის ამ შემთხვევაში, გადაცემის გზა გახლავთ დაინფიცირებული ადამიანიდან ადამიანზე“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

 

„ამრიგად ჩვეულებრივ, ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემადი ინფექციები კონტაქტურად, ტვირთით ან რაიმე სხვა გზით არ გადაეცემა, ამრიგად, ამისი საშიშროება, რა თქმა უნდა, არ არსებობს. რა შეეხება მგზავრობასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კონკრეტულ კორონავირუსთან მიმართებაში, არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, ამიტომ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ პრევენციული ზომების, გააქტიურების რეჟიმში მუშაობას, ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპების შესაბამისად, როგორც კი ეს მითითება გვექნება ჩვენ მივყვებით უკვე საერთაშორისო რეგულაციებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner