logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ეჭვი მეპარება, „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინა, ისინი ქვეყნიდან ტყუილის იმპორტს ეწევიან
- +

25 იანვარი. 2020. 17:53

 

 

„ეჭვი მეპარება, „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინა“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

ხუნდაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნიდან ტყუილის იმპორტს ეწევა და ცალკეული კონგრესმენების მიერ დასახელებულ ფაქტობრივ ცდომილებებში მათი როლიც არის.

 

„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სენატორების წერილის გასაჯაროებას, რაღაც ეჭვი მეპარება,  „ნაციონალურ მოძრაობას“ რამეს გასაჯაროებისგან თავი შეეკავებინა, თუ ასეთი იყო. მათი როლიც მნიშვნელოვანია ერთეული კონგრესმენების ფაქტობრივ ცდომილებასთან დაკავშირებით, რამეთუ ისინი აქტიურად ეწევიან დეზინფორმაციას, ტყუილის იმპორტს ქვეყნიდან და უშედეგოდ ბუნებაში არაფერი იკარგება. თუმცა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოსწორებადია უშუალო კომუნიკაციის ხარჯზე, მაგრამ მთავარი პირობა არის, რომ პირადი ინტერესებისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის სენატისგან დეკემბერში მნიშვნელოვანი წერილი მიიღო, რომელსაც არ ასაჯაროებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლებას მოუწოდა, დღის ბოლომდე წერილი გაასაჯაროონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner