თურქეთი ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს აეროპორტებში თერმული კამერებით ამოწმებს.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ აღნიშნულა. თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ თერმული კამერები ყველა აეროპორტში ამოქმედდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა ჩინეთში გააბრუნა თვითმფრინავის მგზავრი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.