logo_geo
eng_logo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

29 თებერვალი. 2016. 10:23



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდო გოგიტიძე დააკავეს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბონდო გოგიტიძემ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.



გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  338-ე მუხლის პირველი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner